რელიგია
სომხური ეკლესიისთვის სურბ სარქისის დღესასწაული დაიწყო
სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლისთვის სურბ სარქისის დღესასწაული დაიწყო. ეკლესია დღესასწაულს წმინდა სარქისს უკავშირებს, რომელიც ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა.

წმინდანი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. საეკლესიო ცნობებით, იგი ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა.

ახალგაზრდები და შეყვარებული წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით, მას, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მეორე ნახევრის ხილვა შეუძლია.

გამომცხვარი მარილიანი კვერები ახალგაზრდებს ეკლესიაში, საკურთხებლად მიაქვთ. საეკლესიო რიტუალის შესრულების შემდეგ კი დასაქორწინებელ ახალგაზრდებს კვერებს თავად მოძღვარი ურიგებს.

სურბ სარქისობა წელს 11 თებერვალს დაიწყო და 15  დასრულდება,

სომეხი ხალხის ტრადიციად ქცეულ დღესასწაულს უკვე ათეულობით წელია თებერვლის თვეში აღნიშნავენ.
| Print |