რელიგია
სომხური სამოციქულო ეკლესია ათი ქალწულის იგავის დღეს აღნიშნავს

 

16 აპრილს, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, 10 ქალიშვილის იგავის რიტუალი ტარდება.

 

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში 17:00 საათზე იკრიბებიან.

„სურვილის შესაბამისად, ათი გასათხოვარი გოგონა შეირჩევა, აუცილებელია ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ამის შემდეგ მღვდელი ათ ფურცელს გაამზადებს, ხუთ ფურცელზე წერია გონიერი, ხუთზე- უგუნური. გოგონები თითო ფურცელს აიღებენ. ჩვენ გვჯერა, რომ ვისაც რომელი შეხვდება, მთელი წლის განმავლობაში ისეთი საქმის გაკეთება მოუწევს“, - გვიყვება მრევლი ანუშკა ჩოლახიანი.

იგავი მორწმუნეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს. სახარების მიხედვით, ხუთმა გონიერმა ქალწულმა მეფის შეხვედრის მოლოდინში ლამპარები ზეთით გაავსეს და სათადარიგო ზეთიც გაიყოლეს, ხოლო ხუთი უგუნური ქალი მარაგის გარეშე წავიდა.

იგავის თანახმად, მეფეს მოსვლა დააგვიანდა. უგურურ ქალებს ლოდინის დროს ლამპრები ჩაუქრათ და ქორწილზე ვერ მოხვდნენ, ხოლო გონიერები მეფესთან ერთად დარბაზში შევიდნენ.

 

| Print |