რელიგია
მართლმადიდებლები ლაზარეს შაბათს აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია, ბზობის წინა დღეს, ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მიცვალებული მართალი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის შემდეგ, ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.

ამ ნაბიჯით უფალს სურდა, რომ აღდგომის სასწაული ეჩვენებინა და მოციქულები მისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა.

დიდმარხვის ეს დღე და ბზობა თევზით ხსნილია.
| Print |