რელიგია
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს
სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მაცხოვრის აღდგომა ახარა.

წირვის ბოლოს მღვდელმსახურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ცეცხლის კურთხევის რიტუალი ჩაატარეს. გადმოცემის მიხედვით, ეს ადამიანებისათვის ქრისტეს მიერ მიცემულ სინათლეს გამოხატავს. საკურთხევლიდან გამობრძანებული ცეცხლი მორწმუნეებმა სახლებში წაიღეს. მათ სჯერათ, რომ ცეცხლთან ერთად ოჯახებში სინათლე და სიკეთე შეიტანეს.

სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია. მათი აზრით, ქრისტეს დაბადებამ, ჯვარცმამ და მკვდრეთით აღდგომამ, ადამიანების ცხოვრებას აზრი მისცა.

| Print |