რელიგია
დღეს, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გარდამოხსნა გამოაბრძანეს (ფოტორეპორტაჟი)
გარდამოხსნის გამობრძანების სარიტუალო წირვა, ახალციხეში, შაბათს დილის 8 საათზე, ხოლო ვალეში დილის 5 საათზე დაიწყო


ბასილის დიდის წირვას წინ უძღვოდა ყველა მოქმედ ტაძარში ქრისტეს ჯვარცმის გარდამოხსნის ლიტურგია.



მსახურების დროს მათეს სახარებიდან ის ფრაგმენტები იკითხება, სადაც მაცხოვრის შეპყრობა, პილატეს წინაშე წარდგენა, წამება, ჯვარცმა და საფლავად დადებაა მოთხრობილი.


სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას გულისხმობს.
| Print |