რელიგია
რელიგიის სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში კოორდინატორი დანიშნა
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი სამხარეო ადმინისტრაციაში პირადად წარადგინა.

ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძირითად პრობლემებზე - საკულტო ნაგებობების გადაცემასა და მათ რეგისტრაციაზე ისაუბრეს.

წარდგენას რელიგიური კონფესიის ლიდერები და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირი ესწრებოდნენ.

რეგიონული ოფისის ძირითადი საქმიანობა რელიგიურ თემებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა იქნება.

ელვარდ ზაზაძის ოფისი სამხარეო ადმინისტრაციის ოფისში განთავსდა.

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ჰყავს ქვემო ქართლსა და აჭარაში.



რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ოფისის ხელმძღვანელს რეგიონის კარგი მცოდნე და მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი უწოდა.


| Print |