რელიგია
ახალციხეში სომხურმა თემმა გიორგობა აღნიშნა
წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ექვს მაისს მართლმადიდებელი და სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ორივე კონფესიის ტაძრებში ჩატარდა.

სოფელ სხვილისის სამლოცველო

ახალციხეში სომხურმა თემმა დღევანდელი დღე ზეიმით აღნიშნა. სოფელ პატარა პამაჯში დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

კონცერტში ხალხური ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ჯგუფები მონაწილებდნენ.

მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

| Print |