რელიგია
კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს
30 მაისს, სომხური სამოციქულო ეკლესია და კათოლიკური სამყარო მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სულიწმიდის მოფენამდე დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, შემდეგ კი წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით.

ამ სიტყვების მერე ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში.
| Print |