რელიგია
მართლმადიდებლებმა ამაღლება საზღვრისპირა, ბუზმარეთის ეკლესიაში აღნიშნეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე ტაძარში, ამაღლების სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე თეოდორეს ბუზმარეთის ეკლესიაში მრევლი დახვდა.

მამათა მონასტერი წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელს ატარებს, ტაძარი კი მაცხოვრის ამაღლების სახელობისაა. 

ამ დღეს ბუზმარეთში ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ.

| Print |