ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ ახალციხეში ლექცია ჩატარდა
22:19 / 07.06.2019
მართლმადიდებელ მრევლს და სასულიერო პირებს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის მნიშვნელობის შესახებ ახალციხეში ესაუბრნენ.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართა და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა გონჯილაშვილი უძღვებოდა.
ისტორიკოსი 20-მდე დამსწრეს სახელმწიფოსა და ქართული მართმადიდებლური ეკლესიის შესახებ ესაუბრა. გარდა ამისა, სემინარის მთავარ მიზანს ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეის გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა.