რელიგია
მართლმადიდებლური სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს

 

დღეს, 16 ივნისს მართლმადიდებლები სულიწმინდის გარდამოსვლის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ეს დღე უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“….

ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე.

 

| Print |