რელიგია
"წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა"- ილია მეორე
წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

„დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს ,რომელშიც იმყოფებიან დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისგან",- ბრძანა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

"მომავალი ჩვენი ახალგაზრობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დასძლევენ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა აკურთოხს ერი. ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი. მადლი ღვთისა და წყალობა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. ღმერთი ჩვენთან არის
",- ბრძანა პატრიარქმა.
Facebook Twitter
თეგები: ილია მეორე /
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -4 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
ასპინძა -8 °C
img
ადიგენი 5 °C
img
ბორჯომი -3 °C
img
თბილისი 2 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -8 °C
img
ნინოწმინდა -7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2606
RUB
RUB
100
4.6194
TRY
TRY
1
0.5077
USD
USD
1
2.9446
AMD
AMD
1000
6.1667
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.