რელიგია
დღეიდან მართლმადიდებლებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო
14 აგვისტოდან, ქრისტიანებისთვის მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. მარხვა 28 აგ­ვის­ტოს, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღეს დას­რულ­დე­ბა.

სასულიერო პირები მრევლს მარხვის პერიოდის სიმშვიდით გავლას და 28 აგვისტოს, მარიამობის მშვიდობიან გათენებას უსურვებენ. 

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მართლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში? - ამაზე ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რმა, დე­კა­ნო­ზმა გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლმა ასე უპასუხა: 

"ღმერ­თმა მარ­ხვა იმი­ტომ და­ად­გი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად გა­ნიწ­მინ­დოს და იმ გან­წყო­ბით შეხ­ვდეს დღე­სას­წა­ულს, რა გან­წყო­ბაც ეკად­რე­ბა წმინ­და­ნის ან სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნას. ერთხელ მამა გაბ­რი­ელ ურ­გე­ბა­ძეს ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ბერ­მა ჰკი­თხა, მა­მაო რა არის მარ­ხვაო, მამა გაბ­რი­ელ­მა კი მას თა­ვი­სი სი­ჭა­ბუ­კის ცოდ­ვე­ბი გა­ახ­სე­ნა. როცა შე­ა­ტყო რომ ბერი და­ნაღ­ვლი­ან­და და გაბ­რაზ­და, უთხრა, ნუ ბრა­ზობ, მოდი პური ვჭა­მო­თო, ბერ­მა კი უთხრა, პუ­რის ჭა­მის სურ­ვი­ლი არ მაქ­ვსო. ზუს­ტად ეს არის მარ­ხვაო, რომ შენი ცოდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოლ­ხე­ნის სურ­ვი­ლი აღარ გაქ­ვსო.
მარ­ხვა­ში სხე­ულს გარ­კვე­უ­ლი აკ­რძალ­ვა უნდა და­უ­წე­სო იმი­ტომ, რომ მარ­ხვა­ში თუ გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმევ სა­მარ­ხო კერ­ძებს, ვერ გა­ი­აზ­რებ დღე­სას­წა­უ­ლის ში­ნა­არსს. უნდა მო­ვიკ­ლოთ გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი, სა­ნა­ხა­ო­ბა, უნდა ვა­მარ­ხუ­ლოთ თვა­ლე­ბი სა­ნა­ხა­ო­ბის­გან, სმე­ნა გარ­კვე­უ­ლი უხამ­სი მო­სას­მე­ნის­გან, ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი გარ­კვე­უ­ლი უაზ­რო ქმე­დე­ბის­გან.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი მარ­ხვა­ზე იყოს და ერ­თო­ბო­დეს, შო­უ­ებს უყუ­რებ­დეს, არ კი­თხუ­ლობ­დეს სა­ხა­რე­ბას, არ ლო­ცუ­ლობ­დეს, აღ­სა­რე­ბას არ ამ­ბობ­დეს, არ ეზი­ა­რე­ბო­დეს და ეკ­ლე­სი­ა­ში არ და­დი­ო­დეს.

მარ­ხვა­ში ხორცს და რძის ნა­წარმს არ მი­ვირ­თმევთ, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი კი გვას­წავ­ლის, რომ თან­ხა, რი­თიც ეს პრო­დუქ­ტე­ბი უნდა გვე­ყი­და, შეგ­ვიძ­ლია მო­წყა­ლე­ბის სა­ხით და­ვუ­რი­გოთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ლოც­ვა, აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, სი­კე­თე... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი მარ­ხვას ინა­ხავ­დეს და მო­წყა­ლე­ბას არ გას­ცემ­დეს, სუ­ლი­ე­რად არ ცხოვ­რობ­დეს.

აქვე მინ­და დავ­ძი­ნო, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად არი­ან წა­სუ­ლე­ბი ზღვა­ზე, მთა­ში, სო­ფელ­ში და ა.შ. ამ დროს ბევ­რი ამ­ბობს, რომ მარ­ხვის შე­ნახ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხეო. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, თუ მარ­თმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ხარ, ყვე­ლა დად­გე­ნი­ლი მარ­ხვა უნდა შე­ი­ნა­ხო დიდი მონ­დო­მე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. შე­იძ­ლე­ბა სხე­ულ­მა და­ის­ვე­ნოს, მაგ­რამ სული ამ დროს არ ის­ვე­ნებს, სულს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა ლოც­ვა, მარ­ხვა, აღ­სა­რე­ბა და ზი­ა­რე­ბა".
| Print |