რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია ცხრა ძმა ხერხეულიძის ხსენების დღეს აღნიშნავს
26 აგვცისტო, ცხრა ძმა ხერხეულიძეების, მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლების, ხსენების დღეა. ისინი, დაკრძალული არიან ძველი მარაბდის განაპირას წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.

ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისთვის თავდადებული მამულიშვილები.
| Print |