რელიგია
კათოლიკური სამყარო ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
კათოლიკური სამყარო დღეს, 8 სექტემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას - ღვთისმშობლობას აღნიშნავს.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შეკრებილი მრევლი დილიდან სადღესასწაულო წირვას ესწრება ქალაქ ვალეში. მათი თქმით, წმინდა მარიამის შობის დღეს ვალეში ყოველწლიურად ხალხმრავლობაა, აქ კათოლიკე მრევლი სხვადასხვა სოფლებიდან და დედაქალაქიდან მოდის.


ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს
| Print |