რელიგია
მართლმადიდებლები იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავენ

 

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს მრევლი განსაკუთრებულად ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ მირაშხანთან მდებარე ტაძარში ზეიმობს. მორწმუნეები აქ ყოველი წლის 11 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან იკრიბებიან. 

მრევლი ტაძრამდე მისასვლელად მდინარე მტკვარზე ფეხით გადადის, რადგან კლდეში ნაკვეთ ეკლესიამდე მოხვედრა სხვაგვარად შეუძლებელია. 

სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმინდანი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო. 

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა ნათლისმცემელი. სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. 

წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.
| Print |