რელიგია
ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

12 სექტემბერს ილია მეორემ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა ღია წერილით მიულოცა. როგორც წერილში ილია მეორე აცხადებდა, ხალხი დადებით ცვლილებებს ელოდება.

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა
| Print |