რელიგია
სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება (ვიდეო)
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. პატრიარქის გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს, დღის ბოლოს გახდა ცნობილი.

ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებს.

სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დაიწყებს თუ არა ეკლესია მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას.

უკვე ცნობილია რომ მეუფე იაკობი სინოდის წევრად რჩება. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას - თითქოს ილია მეორე გადადგომას აპირებს.

საპატრიარქოს სახელით განცხადება მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა. 

| Print |