რელიგია
,,რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს" - ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანასა და ოჯახში ერთსულოვნება შენარჩუნდეს.

“მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა.

აი, ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. მე გისურვებთ ღვთის ლოცვა-კურთხევას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ გაჭირვებული ხალხი, ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ. მადლობელი ვარ, რომ ჩვენთან მობრძანდით, გაიხარეთ“
,-ბრძანა პატრიარქმა ილია მეორემ.
| Print |