სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შობისა და ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და ნათლისღება აღნიშნა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო. საზეიმო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა, დიაკონმა თორგომ ვარდანიანმა აღავლინა და მრველს დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, იკურთხა წყალიც და მრევლს დაურიგდა. ნაკურთხ წყალს მომლოცველები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და ნათლისღება აღნიშნა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო.

საზეიმო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა, დიაკონმა თორგომ ვარდანიანმა აღავლინა და მრველს დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, იკურთხა წყალიც და მრევლს დაურიგდა.

ნაკურთხ წყალს მომლოცველები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.


| Print |