რელიგია
მართლმადიდებლები 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო. ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და განუცხადა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და იგი წამებით სიკვდილის ღირსი იყო.

ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მას თავი მამამ მოკვეთა, რისთვისაც დიოსკორე და მარკიანე უფალმა დასაჯა.

ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ამიტომ ამ დღეს სამარხვო ღვეზელებს აცხობდნენ. სასულიერო პირების თქმით, ხალხური წარმართული მოქმედება ქრისტიანულ რიტუალად მოსახლეობამ აქცია.  

"ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია", – განმარტავენ სასულიერო პირები.
| Print |