რელიგია
,,სკამებს არ გადააყოლონ საქართველო, წესიერად მოიქცნენ" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს აფრთხილებს
მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერში ქადაგების დროს გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველა ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია. ეპისკოპოსმა ქადაგების დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის - ცოტნე გამსახურდიას დაჭრასა და ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის დატყვევებაზე.

,,ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, რაც ძალიან ცუდია. პოლიტიკოსებმა ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დაწიონ, რადგან მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რომელი პარტიაა სათავეში, ან აპირებს მოსვლას, მთავარია - თუ რას ვთავაზობთ საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არ მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს," - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება, როგორც მეუფე ამბობს, ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და მეგობრობდნენ. მისი თქმით, გაფრინდაშვილი არასოდეს ყოფილა კონფლიქტური და ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებდა.

,,სახელმწიფო ბევრს ცდილობს, მაგრამ ერთი კაცი რომ დაიხსნას, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ ეს პოზიციის და ოპოზიციოს ერთობლიბი დამსახურებაა, გვხედავენ, შიგნით როგორ ვჭამთ ერთმანეთს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს - გონიერება გამოიჩინონ, თუ უნდათ რომ წესიერად მოიქცნენ, სკამებს არ გაადაყოლონ საქართველო, იმიტომ რომ ხალხი ირჩევს მათ და ხალხივე უშვებს“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსი იხსენებს, რომ ექიმს ოსებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის მოუწოდებს ცხინვალის ოკუპანტ რეჟიმს და რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.
| Print |