რელიგია
ებრაული თემი ჰანუქას – ახალ წელს აღნიშნავს
ებრაელი მორწმუნეები მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაულს ზეიმობენ. ჰანუქა 22 დეკემბერს, საღამოს დაიწყო და რვა დღეს გასტანს. ამ ხნის განმავლობაში, სასანთლეზე ყოველ დღე თითო სანთელი ემატება. მინორა - სასანთლე, რომელშიც ყველა სანთელი განთავსდება, ჩვეულებრივ, ტაძრის ფანჯარაზე დგას.

„ჰანუკას დღესასწაულს მეორენაირად სინათლის დღესასწაულს უწოდებენ. სანთლები ინთება საღამოობით როგორც ოჯახში, ასევე სინაგოგაში. ჰანუკას პირველ დღეს ჩვეულებრივად ერთი სანთლი ინთება, მეორე დღეს - ორი, მესამეს - სამი და ასე გრძელდება 8 დღის განმავლობაში“, - აღნიშნავს ახალციხეში ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი.

ებრაული კალენდრის მიხედვით, 5780 წელი დადგა. სადღესასწაულო კვირას ებრაელები ბავშვებს საჩუქრებს ურიგებენ.

განახლების დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა.

| Print |