რელიგია
კათოლიკურმა სამყარომ ნათლისღება იზეიმა

 

12 იანვარს კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ვალეში წყლის კურთხევის ცერემონიალი მამა მიხეილ სურმავამ შეასრულა.

ნათლისღების დროს წყალში ჯერ მარილი, შემდეგ კი ჯვარი ჩადის. წირვის შემდეგ მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ.


ფოტო: ფეისბუკ გვერდი "რომაულ-კათოლიკური ეკლესია ვალეში"

 

| Print |