რელიგია
სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

 

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 14 იანვარს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, დღეს 500-ზე მეტი ბავშვი მოინათლება. მათივე ინფორმაციით, ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობა 62-ედ იმართება. პატრიარქს 40 388 ნათლული ჰყავს.

 

| Print |