რელიგია
სომხური სამოციქულო ეკლესია სურბ სარქისის დღეს აღნიშნავს

 

დღეს, რვა თებერვალს სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა სარქისის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული მოძრავია, თუმცა ყოველ წელს თებეტვლის თვეში აღნი შნავენ. მას წინ ხუთდღიანი მარხვა უძღვის, რომელიც წელს სამ თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. 

წმინდა სარქისი ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა. იგი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა, საეკლესიო ცნობებით, ის ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა.

სურბ სარქისი სომეხი ხალხის ტრადიციული დღესასწაულია. ახალგაზრდები და შეყვარებული წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით მას, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მეორე ნახევრის ხილვა შეუძლია.

 

| Print |