რელიგია
,,ადამიანმა არამხოლოდ ჭამით, არამედ გულით და გონებით უნდა იმარხულოს" - მეუფე თეოდორე
შენდობის დღესთან დაკავშირებით, რაბათის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ საგანგებო ღვთისმსახურება აღევლინა და შენდობის რიტუალი გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში და მათ შორის წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის გარშემო  ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა გაიმართა. 

მეუფე თეოდორემ მრევლს შენდობა სთხოვა და მარხვის მნიშვნელობაზე იქადაგა.


| Print |