რელიგია
,,ზიარება არასდროს ყოფილა გადამდები" - მიტროპოლიტი თეოდორე
დღესვე, 1-ლ მარტს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი tv9news.ge-სთან გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ახალი კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა.

,,აგერ უკვე 2 000 წელია ჩვენ ყველანი ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. უამრავი ეპიდემია ყოფილა მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც, მაგრამ ამით ზიარება ერთი ბარძიმიდან არ შეწყვეტილა და არც არავის გაუუქმებია. ზიარება არასდროს ყოფილა გადამდები, პირიქით, ასეთ დროს უფრო ხშირად ეზიარებიან" - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.


ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და სიმართლე არ აღმოჩნდა.
| Print |