რელიგია
ეკლესიის დეზინფექცირება დაიწყება
საქართველოს საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა.

„ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარების და ნივთიერებების რეგისტრაცია. მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |