რელიგია
ახალციხის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკურ ეკლესიას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ინტერიერი, სკამები, ქანდაკებები და ეზო. ტაძრის წინამძღვრის თქმით, რეკომენდაციის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება, ამიტომ 14 მარტის ლოცვა გაუქმდა.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივა იყო. გუშინ შემატყობინეს, რომ მოვა ჯგუფი და დეზინფექციას უსასყიდლოდ ჩაატარებსო. ვიცი, რომ ყველა ეკლესიაში ჩატარდება, სადაც ლოცვები ტარდება. პატარა სამლოცველოებში არა. გვითხრეს, რომ ხვალ საღამოს სველი ტილოთი დავასუფთაოთ სკამები და ქანდაკებები“, - გვითხრა მიხეილ სურმავამ.
| Print |