რელიგია
ახალციხეში, ამაღლების სახელობისა და წმ. მარინეს სახელობის ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდათ (ვიდეო)
ახალციხის მართლმადიდებლურ ტაძრებში - თამარ მეფის ძეგლთან, მაცხოვრის ამაღლების სახელობისა და რაბათში წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ინტერიერი, სკამები, იატაკი და ეზო. ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია ემორჩილებს მედიკოსთა რეკომენდაციებს.

„ყოველ საღამოს ისედაც ხდება სველი სახით ტაძრების დასუფთავება, მაგრამ რადგან იყო რეკომენდაცია, დეზინფექცია კიდევ ჩავატარეთ. სპირტიანი სითხეებით ისედაც ყოველ საღამოს მუშავდება ხატები. მართლმადიდბლების მთავარი რწმენაა, ამიტომ არც ერთი ტაძარი არ იქნება დაკეტილი, აქვე მინდა დავლოცო ის საზოგადოება, ვინც სნეულებაშია.. ჩვენ მათთვის ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ეს სნეულება. იქნება დიდი შეწევნა ღვთისა" - აღნიშნა დეკანოზმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.

ტაძრების დეზინფექცია ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ცენტრის წარმომადგენელი ზოია ჯეირანაშვილი ამბობს, რომ დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა სკოლებს, ბაღებს, დაცვის პოლიციას და ზოგადად სამართალდამცველთა უწყებებს და სხვა.

,,დეზინფექცია უტარდება ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელიც საჯაროა და ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილებს, ვინც მოგვმართა თხოვნით. ჩვენი ინიციატივით ტარდება ზოგადად, თუმცა მომართვების საფუძველზეც გავდივართ" - აღნიშნავს ზოია ჯეირანაშვილი.

| Print |