რელიგია
,,დღეისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი" - ანდრია ჯაღმაიძე
ამ ეტაპზე არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი და ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.​

„ხალხი გარეთაც ესწრება მსახურებას, შიგნით დისტანცია არის დაცული. მე მგონია, რომ დღეს რაც ვნახეთ სამებაში იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან.

ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი, რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველას. რაც შეეხება აი ამ საიდუმლოს, ზიარებას, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში.

ოქმში შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ვთქვათ, თუ სარეკომენდაციო იყო მანამდე, გახდეს ლოცვა-კურთხევით სავალდებულო შესასრულებელი. სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება ჯერჯერობით ვერანაირი მსახურება“,
– განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
| Print |