რელიგია
კათოლიკეებმა ბზობის სადღესასწაულო წირვა ცარიელ ტაძარში აღავლინეს
კათოლიკე და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, ხუთ აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა – ბზობის დღესასწაული იზეიმა. 

სადღესასწაულო ლიტურგია განსხვავებული წესით აღევლინა. წირვას მრევლი არ ესწრებოდა.

ტაძრებში ბზა იკურთხა, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. მცენარის რტოების სახლში წაღება მლოცველებს ტაძრიდან შეეძლებათ.

სახარების მიხედვით, იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესულ იესო ქრისტეს, მოსახლეობა ზეიმით შეეგება. ხალხი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს და პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს. 

ფოტოები: არლის კათოლიკური ეკლესია
| Print |