რელიგია
სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი ხვალ გახდება. როგორც დეკანოზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღვთისმსახურება ჩატარდება, თუმცა ამასთან დაავშირებით გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ ვარაუდი გამოვთქვა“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიას, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. ტაძარს და ტაძრის ეზოს ასევე ჩაუტარდა სადენზიფექციო სამუშაოები, ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ. ამასთან, კორონავირუსით დაინფიცირებული მღვდლის შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან სხვა ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირები.

მღვდელმსახურთა ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავას საკუთარ დასა და დისშვილთან, რომლებსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდათ, კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონია, შესაბამისად, სასულიერო პირი ეჭვობს, რომ მოძღვრის დაინფიცირების მიზეზი ნათესავებთან კომუნიკაცია ვერ გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, სადაც მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგია ჩვეულებრივ შესრულდება. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავალში ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და წირვა-ლოცვა განახლდება. თუმცა, მისივე თქმით, ტაძარში მსახურებას სხვა ეკლესიის მოძღვარი შეასრულებს.

რაც შეეხება სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჯაღმაიძის ინფორმაციით, მან ღვთისმსახურება ხარების დღესასწაულზეც აღასრულა და მიუხედავად იმისა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, მსახურება მეორე დღესაც ჩაატარა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში. როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას მსახურება ჰქონია, თუმცა, ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ არ იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკ ჯგუფებშია, ვისაც სახლში რისკ ჯგუფში მყოფი, ასაკოვანი ადამიანები ჰყავს, თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, ფაქტობრივად არავნ არ იყო ტაძარში, მარტო ვიმსახურეო. ალბათ, ამას სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები დაადგენენ. დანარჩენი მოძღვრები თვითიზოლაციაში არიან. რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო ეს და ვის ჰქონდა შეხება, შესაბამისი სამსახური ამას გამოიკვლევს. დღეს ან ხვალ უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. ტაძარი ახლა დაკეტილია, სრული კარანტინია გამოცხადებული. ეს რამდენიმე დღე დაკეტილი იქნება. შემდეგ სხვა მოძღვარი შეასრულებს მსახურებას და აღდგომის დღესასწაულზე იქ წირვა იქნება, “
- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
| Print |