რელიგია
დიდ ხუთშაბათს პირველი ზიარება აღსრულდა
რაბათში, წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი აღავლენს. წირვა ეზოში, ორმეტრიანი დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

დღეს, გახდება მრევლისთვის ცნობილი, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, როგორც საკათედრო, ასევე ეპარქიის დანარჩენ ტაძრებში.

დიდი ხუთშაბათი – ვნების კვირის ხუთშაბათი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს.

იესო ქრისტემ პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული.

ასე აღსრულდა პირველი ზიარება.

| Print |