რელიგია
,,განსაცდელი გადაივლის და მერე ერთმანეთს თვალებში უნდა შევხედოთ“ - მიტროპოლიტი თეოდორე
სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ გარკვეული ხანი მოგვიწევს ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ -ამ განცხადებით მიმართა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მრევლს.

მეუფე თეოდორემ ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის კარები ყველასთვის ღიაა, მაგრამ ვინც დარჩება სახლში სხვადასხვა მიზეზით, ეს ცოდვაში არავის ჩაეთვლება.

,,ვისაც არ შეუძლია ტაძარში მოსვლა, შეუძლია არ ინერვიულოს, ეს არ ჩეთვლება ადამიანებს ცოდვაში, თუ ვერ მოვა სხვადასხვა მიზეზის გამო - ან თავად არის რისკ-ჯგუფში, ან ოჯახში ჰყავს ასეთი, ან სურს რეკომენდაციების გათვალისწინება, დარჩით ასეთი ადამიანები სახლში, სახლიდან ილოცეთ, რომ უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. ვისაც სურს, რომ მოსვლა, მოვიდეს - ტაძრის კარები ღიაა ღამითაც და დილითაც და ტაძრიდან სთხოვონ უფალს ჩვენი ხალხისა და სამშობლოს გადარჩენა“ - განმარტა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ განსაცდელმა, რომელიც მსოფლიოს დაატყდა თავს, არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ,,განსაცდელი გადაივლის და მერე ერთმანეთს თვალებში უნდა შევხედოთ“.

,,შიშმა დაისადგურა თითქოს თითოეულის გულში, ამაზე უფრო ბევრად რთული განსაცდელები გვქონია, მსოფლიოსაც და ჩვენ ქვეყანასაც, მაგრამ ეს განსაცდელები გადავლიალია და ეს განსაცდელიც გადაივლის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი რომ გადაივლის, მერე უნდა შევხედოთ ერთმანეთს თვალებში და მერე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება სიხარულით“ - განმარტა ეპარქიის ხელმძღვანელმა.


მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა ასევე ვანის ქვაბების მონასტერმაც. მამა მათე ვაშაყმაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ასეთ დროს სახლში დარჩენა ცოდვად და მითუმეტეს ღალატად არავის ჩაეთვლება.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

ასეთ უკიდურესად მძიმე ვითარებაში სახლში დარჩენა და ლოცვა არ ჩაგეთვლებათ ცოდვაში, არც მითუმეტეს "ღალატში" - ვანის ქვაბები

| Print |