რელიგია
ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს აღდგომას - საპატრიარქო
პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!"- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.
| Print |