რელიგია
,,ტაძარში მივდივარ, უფლის დახმარებით ყველაფერს შევძლებთ" - მრევლის ნაწილი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდა
ახალციხეში, რაბათის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით, სააღდგომო წირვა ორჯერ ჩატარდება. ღამით მიტროპოლიტი თეოდორე წირავს, ხოლო დილით, 7 საათზე მამა დეკანოზი სტეფანე და დეკანოზი გიორგი იმ მრევლისთვის ჩაატარებენ წირვას, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს შუაღამით მისვლას.

მიუხედავად კომენდანტის საათის, სიცივისა და ღამისთევისა, მრევლის ნაწილი 21:00 საათამდე მივიდა ტაძარში და განმარტა, რომ რეკომენდაციების დაცვით, ისინი შეძლებენ დილის 6 საათამდე ტაძრის ეზოში ყოფნას.

2020 წლის აღდგომა განსაკუტრებულია იმითაც, რომ ტაძრებში ყველაზე უჩვეულო ლიტანიობა და საღვთო ლიტურგია გაიმართება, რა დროსაც მორწმუნეები და სამღვდელოება დისტანციით და პირბადეებით ილოცებენ.

სხვა ეკლესიების მსგავსად, რაბათის წმ.მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და მონიშნულია მრევლის დასადგომი ადგილები.

| Print |