რელიგია
ტაძრებში ფეხით მისული მრევლი სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადება
ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ახალციხის წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში მრევლის ნაწილი, კომენდანტის საათის დაწყებამდე ფეხით მივიდა.

ახალციხეში განმარტავენ, რომ სიცივე, ღამისთევა და კოვიდ19 მათ ვერ შეაშინებთ, რადგან უფლის დახმარების იმედი აქვთ და ამავე დროს მაქსიმალურად იცავენ მედიკოსთა რეკომენდაციებს.

სააღდგომო ლიტურგია ახალციხეში, ტაძრის ეზოში, ორმეტრიან ნიშნულებზე მდგომი მრევლისთვის 11:30 სთ-ზე დაიწყება და სავარაუდოდ 03:00 სთ-მდე გაგრძელდება.

ამის შემდეგ მრევლს კიდევ სამი საათი ეზოში დარჩება, რათა დაწესებული 3 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა არ მოუწიოს.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს ასეთი შეზღუდვებით ცხოვრება მოუწევთ.

მეორე წირვისთვის, დარჩენილი მრევლის ნაწილი, ტაძარში დილის 7 საათზე მივა.
| Print |