რელიგია
სააღდგომო წირვა კომენდანტის საათამდე და მის შემდეგ
ახალციხისა და ტაო - კლარჯეთის ეპარქიის ტაძრების უმრავლესობაში აღდგომის დილის წირვა ჩატარდა.

მსახურება კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყო, სააღდგომო ლიტურგია კი წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

ლიტანიობა მრევლის გარეშე ჩატარდა, სააღდგომო საგალობლით ტაძარს მხოლოდ სასულიერო პირებმა შემოუარეს.

ტაძრებში მრევლის რაოდენობა დიდი არ იყო და მრევლი მაქსიმალურად ცდილობდა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას.

რაც შეეხება სასაფლაოებს, ყველა შესასვლელში შეზღუდვების აღსრულებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

როგორ დატოვა კომენდანტის დასრულების შემდეგ ღამის წირვაზე მისულმა მრევლმა უფლის სახლი და როდის განახლდა მეორე წირვა დანარჩენი მრევლისთვის - ნახეთ რაბათის საკათედრო ტაძართან გადაღებული კადრები.

| Print |