რელიგია
თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად - მეუფე ნიკოლოზი
ეკლესიის დამოკიდებულება ვაქცინისადმი და მკურნალობისადმი პოზიტიურია, თუმცა თუ ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მოქმედება ეშმაკისეული იქნება - განმარტა დღეს მედიასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ზოგადად ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისა და ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური.
მე იმასაც ვიზიარებ, რომ ყალბი არხები იქმნება, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ამ ვაქცინაზეც არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მთავარი ამ ინფორმაციაში არის ის, რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო ანუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად.

თუ ყველა ადამიანს დააძალებენ რაღაცის გაკეთებას, იძულებულს გახდიან დედამიწას და ყველა ადამიანს, რომ რაღაც მოქმედება შეასრულოს, ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად - რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას მე აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ, მაშინ არ გავიკეთებ“,
– განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
| Print |