რელიგია
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი დაინიშნა
დეკანოზი გიორგი ქურდაძე ახალციხის წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამის შესახებ ახალციხისა და ტაო - კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მშენებარე ტაძარში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ აღნიშნა.

რაბათის საკათედრო ტაძარში ჩატარებული სადღესასწაულო წირვის შემდეგ, პარაკლისი ქალაქის მფარველის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში, ხონისა და სამტრედიის და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტებმა ერთად აღავლინეს, რომელსაც მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შალვა ახალციხელის სახელობის ეკლესიის გახსნა დღეს, წმინდანის ხსენების დღეს იგეგმებოდა, თუმცა
დაუსრულებული სამშენებლო სამუშაოების გამო გადაიდო.

პანდემიის გამო, გადაიდო ყველა სახალხო დღესასწაული, რომელიც 30 ივნისს იმართებოდა.


| Print |