ახალი ამბები
რა სჭირდება აბასთუმანს განვითარებისთვის?
მოწესრიგებული გზები, სუფთა სასმელი წყალი, კვებისა და გასართობი ობიექტები ბავშვებისთვის და თავშეყრის ადგილები ზრდასრულებისთვის - აბასთუმანში ამბობენ, რომ დამსვენებლებსა და ადგილობრივებს კურორტზე, პირველ ეტაპზე სწორედ ეს აკლია.

დასაქმება აქაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იმის გამო, რომ კურორტზე მხოლოდ რამდენიმე საჯარო დაწესებულება ფუნქციონირებს, ადგილობრივების უმეტესობა თავს ბინების გაქირავებით ირჩენს.

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ აბასთუმანი დამსვენებლებისთვის მიმზიდველ და ადგილობრივებისთვის კომფორტულ კურორტად, რამდენიმე წელიწადში იქცევა. მანამდე კი მოქალაქეებს ვკითხეთ, რა სჭირდება აბასთუმანს განვითარებისთვის და მეტი ტურისტის მოზიდვისთვის.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |