რელიგია
ახალციხელები კარგი ხალხი ხართ - მეუფე სერგი
დღეს, 28 აგვისტოს, ახალციხეში მარიამობის სადღესასწაულო წირვა, სამმა მიტროპოლიტმა ჩაატარა. ახლადგახსნილ წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგისთან ერთად თანამწირველები მეუფე თეოდორე და მეუფე საბა იყვნენ. სინოდის წევრებმა მრევლს და სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცეს.

"მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქრთველოს. დღეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენი ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ღმერთმა გაამთლიანოს ჩვენი ერი და ქვეყანა" – განაცხადა მიტროპოლიტმა სერგიმ.

,,დედა ღვთისმშობელმა ერთსულოვანი გვამყოფოს ქვეყნის და ღვთის სიყვარულში" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
| Print |