რელიგია
საქართველოს პატრიარქს საპატიო დოქტორის ხარისხის მიენიჭა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხი მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს საპატრიარქოში გაიმართა. პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. მან უწმინდესის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა. 

"თქვენ განსაცდელის ჟამს მოგიწიათ საქართველოს სულიერი მწყემსობა. განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის. თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს ხელახლა მშვიდობას," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორეს თქმით, მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი ქართველი ერის ერთობაა.

„მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი სასულიერო აკადემიამ გადასცა.
| Print |