რელიგია
"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას" - მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში ჩავიდა.

რუსეთის დედაქალაქში მათ ფაჩუაშვილის ნათესავის, დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაიხადეს. არსენიშვილი ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელია.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ამის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

მსახურება როგორც სლავურ, ისე ქართულ ენაზე გაიმართა.

"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას"
- ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
| Print |