რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღეს მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის კრებას იხსენიებენ. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, სადაც ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ.

სამი წლის წინ, საროში ოფიციალურად გაიხსნა დედათა მონასტრის ახალი შენობა და სოფელ საროს სამრევლო სკოლის პრეზენტაცია, სადაც საროსა და მიმდებარე სოფლებიდან მოსწავლეები ტრადიციულ ხელსაქმეს, რელიგიას, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.
| Print |