რელიგია
რელიგიური კონფესიების ნაწილმა, შეზღუდვების გამო, დღესასწაულის აღნიშვნის განრიგი შეცვალა
რამდენიმე საათში კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. იმის გამო, რომ საღამოს 9 საათიდან გადაადგილება იკრძალება, მრევლს და სასულიერო პირებს საზეიმო წირვის ჩატარების დროის შეცვლა მოუწიათ. ლოცვა კომენდანტის საათამდე ან დილით აღევლინება. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ექვსი იანვირის საღამოს გადაადგილების შეზღუდვა ერთი დღით იხსნება და მართლმადიდებლებს საშუალება ეძლევათ, წირვას ჩვეულებრივ დაესწრონ.

| Print |