რელიგია
ქრისტიანთა ნაწილი, 25 დეკემბერს, ქრისტეშობას ზეიმობს
ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება.

კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა.


ქრისტეს შობის 25 დეკემებრს აღნიშვნის გადაწვეტილება თავის დროზე საქართველომაც მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც ძველ სტილს დაუბრუნდა.

25 დეკემბერი სიმბოლური რიცხვია, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში მთელმა ეკლესიამ აირჩია, რადგან უცნობია ქრისტე როდის იშვა. იესოს მიზანი სიბნელის განათება იყო. შესაბამისად, 25 დეკემბრიდან ღამე იკლებს და დღე იზრდება, ანუ სიბნელე სინათლით ნაცვლდება.

საქართველოში 16 მოქმედი კათოლიკური ეკლესიაა და 50 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს. 
| Print |