რელიგია
ჩატარდება თუ არა საშობაო ალილო ახალციხეში?
ახალციხეში წელს საშობაო ალილო არ ჩატარდება. წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაირღვა.

რაც შეეხება სადღესასწაულო ლიტურგიას, საშობაო ლოცვა 16:00 საათზე, ხოლო წირვა - 23:45 საათზე დაიწყება.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი მრევლს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი თხოვნაა: წირვის დასრულებამდე გეკეთოთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია. გახმოვანების საშუალებით ხმა ისმის ეზოშიც და ხალხმრავლობის შემთხვევაში, შეიძლება გადანაწილდეთ ეზოში.

ამ შემთხვევაში, გთხოვთ, ჩაიცვათ თბილად!

ბედნიერ შობას გისურვებთ!"
- ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ახალციხეში საშობაო ალილო ყოველწლიურად ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოანე გელაშვილის ინიციატივით ტარდებოდა. ქალაქის ქუჩებში მსვლელობა ეწყობოდა და მოძღვარი მოსახლეობას უფლის შობას ახარებდა. ამ დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაწირი გაეღოთ. შეგროვებული პროდუქტი და ტანსაცმელი ყოველწლიურად ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გადაეცემოდა.

| Print |